Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 03/12/2025 - 22/12/2025

სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას უფროსი დაზღვევის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.       

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაია 16

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 – 18:00)

სტაჟირების ხანგძლივობა: 3-6 თვემდე, დასაქმების პერსპექტივით

 

ძირითადი მოვალეობები:

·       კომუნიკაციის წარმოება კომპანიის არსებულ კლიენტებთან;

·       კლიენტისგან ხელშეკრულების მოსამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;

·       კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება, შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის გაგზავნა;

·       საჭიროებისამებრ ანგარიშების წარმოება და შედეგების მიწოდება გაყიდვების და ჯგუფის მენეჯერისთვის;

·       კლიენტებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მართვა.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

·        სასურველია უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

·       საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

·       ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობა.

 

პიროვნული უნარები:

·       დეტალებზე ორიენტირებულობა;

·       გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

·       კომუნიკაბელურობა;

·       პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<