Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 03/12/2025 - 17/12/2025

"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნაა. ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი E-commerce კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფართო არჩევანს საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ავეჯამდე - როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიაში.
კომპანია “ციტრუსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და განვადების ოპერატორის პოზიციაზე.

რისი კეთება მოგიწევს

 სატელეფონო , საიტიდან ან სოც.ქსელების / ჩათის მეშვეობით შემოსული, პოტენციური მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი პროდუქციის გაცნობა, მიმდინარე აქციებისა/სიახლეების შესახებ ინფორმირება და მათთვის პროდუქციის შეთავაზება.
 საჭიროების შემთხვევებში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა.
 მომხმარებლებისთვის განვადების პირობების გაცნობა, განაცხადის შევსება და პარტნიორ ბანკში გადაგზავნა.
 წინასწარ განსაზღვრული ინდივიდუალური გეგმების შესრულება.

რისი ცოდნა დაგჭირდება

 იყო სტუდენტი ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება;
 სასურველია გქონდეს მომსახურების სფეროში ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
 გქონდეს ეფექტური კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
 სრულყოფილად ფლობდე ქართულ ენას;
 სასურველია იცოდე ინგლისური და რუსული ენები სასაუბრო დონეზე.
 საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები

 ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
 დეტალებზე ორიენტირებულობაა;
 მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
 კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

სამუშაო პირობები

 სამუშაო ადგილი: თბილისი
 სამუშაო განაკვეთი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი ცვლებში, კვირაში 6 დღე. ხუთი 6 საათიანი ცვლა, ერთი 3 საათიანი ცვლა;
 ანაზღაურება: ფიქსირებულის + კარგი საბონუსე სისტემა, ჯამური საშუალო გამომუშავება 1200-1500.

ჩვენ ასევე გთავაზობთ

 ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
 სამუშაო გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
 პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@crocoshop.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - “გაყიდვებისა და განვადების ოპერატორი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - www.citrus.ge