კომპანია UGT-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სამსახურში, ჰელფ-დესქის სტაჟიორის პოზიციაზე ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების (სასურველია დამამთავრებელი კურსის) სტუდენტი;
ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა:
პირველი თვე სტაჟიორებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით:
კომპიუტერული არქიტექტურის საფუძვლები;
კომპიუტერული ქსელის საფუძვლები;
ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების კონფიგურაციის და მხარდაჭერის საფუძვლები;
IT საოპერაციო პროცესების მართვის საფუძვლები;
სერვისდესქის მუშაობის პრინციპები;
ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/კონფიგურაცია/მხარდაჭერა (Windows, MacOS);
პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაცია/კონფიგურაცია/მხარდაჭერა;
კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა/დიაგნოსტიკა;
ხოლო მეორე თვიდან ჩართულები იქნებიან საოპერაციო პროცესში და დაეწერებათ მარტივად მოსაგვარებელი მოთხოვნები შესასრულებლად.
სტაჟირების ვადა 3-4 თვე, ანაზღაურების გარეშე.
დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: trainee@ugt.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ “ჰელფ-დესქის სტაჟიორი“.