Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 03/11/2025 - 18/11/2025

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.76მ

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

 

·      ჯანმრთელობის დაზღვევას

·      დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის

·      თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე

 

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

·      მომხმარებლისთვის მინდობილობების გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;

·      ლიზინგის მენეჯერის მოთხოვნის შესაბამისად, მომხმარებლისთვის გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;

·      მომხმარებლისთვის წერილების და ცნობების მომზადება/გაცემა;

·      მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად დოკუმენტაციის გაგზავნა (გრაფიკები და ხელშეკრულებები);

·      ხელშეკრულებების, გრაფიკების ცვლილება/განახლება;

·      აქტივების გაფორმების პროცესის უზრუნველყოფა;

·      მოსაწოდებელი აქტივების ვადების კონტროლი;

·      სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან და აწარმოე საქართველოსთან რეპორტის წარმოება;

·      პროცესების მართვასა და გაუმჯობესებაში ჩართულობა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·      უმაღლესი განათლება;

·      აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე;

·      უპირატესობა მიენიჭება ფინანსურ სექტორში მიღებულ გამოცდილებას;

·      ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

·      Microsoft office პროგრამების ცოდნა (Excel, Word).

 

 

დამატებითი უნარ-ჩვევები:

·      ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·      ანალიტიკური უნარ-ჩვევები;

·      მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·      დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<