ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33;
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს
განყოფილება: სასტერილიზაციო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· ქირურგიული იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება;
· სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად;
· სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის;
· დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის წარმოება სტანდარტების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტერილიზაციოში;
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!