Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ვაკანსია: CMX Solutions
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 11/09/2025 - 23/09/2025

გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებულნი ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.  

ამჟამად თბილისის გუნდში 270-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტებს - Zalando-ს პროექტისთვის, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ პლატფორმაა მოდასა და ცხოვრების სტილზე ორიენტირებული პროდუქტების მიმართულებით.
 

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ან ნახევარი

თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ ოფისიდან, დისტანციურად, ან ჰიბრიდულად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით; 

მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება; 

Zalando-ს გარდა, ასევე აქტიურია ვაკანსიები სხვადასხვა პროექტში, სხვადასხვა გერმანული ენის დონეების მიხედვით (B1.3, B2, C1).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აუცილებელია შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რის საფუძველზეც მოხდება კანდიდატების შერჩევა - 

>> სააპლიკაციო ფორმა <<