IT კომპანია FINA LLC ეძებს ადმინისტრაციულ ასისტენტს საერთაშორისო ინოვაციურ პროექტებზე მუშაობისათვის.
რისი გაკეთება მოგიწევს?
კალენდარის წარმოება - შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება
დოკუმენტებისა და კორესპონდენციის მართვა
საოფისე მარაგების კონტროლი
ადმინისტრაციული ხელშეწყობა კადრების მოძიებისთვის
სხვა ადმინისტრაციული დავალებები
რა უნდა იცოდე?
MS Office & Google-ის პროდუქტებთან (Google Docs, Spreadsheet ა.შ.) მუშაობა
ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონეზე
სასურველია რუსული ენის ცოდნა
კარგი იქნება სოციალურ მედიასთან მუშაობის გამოცდილება
ვის ვეძებთ:
კომუნიკაბელურ ადამიანს
კარგ გუნდურ მოთამაშეს
ვისაც აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან friendly დამოკიდებულება
თვითმოტივირებულ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას
რას გთავაზობთ:
მეგობრულ სამუშაო გარემოს
კომპანიის შიდა ტრენინგებში მონაწილეობას
მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
საუკეთესო პრაქტიკასა და თეორიას, რომელსაც ვერსად ვერ ისწავლით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ: სააპლიკაციო ფორმა .
გისურვებთ წარმატებას!