Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

 

„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

 

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/

Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/

 

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

 

„ევექსი“ აცხადებს ვაკანსიას რენტგენის კაბინეტის ლაბორანტი პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • რენტგენის გადაღება კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით; 
  • სამედიცინო აპარატურასთან სამუშაო წესების შესრულების უზრუნველყოფა დროულად, უშეცდომოდ და სრულყოფილად;
  • პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება;

 

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • სავალდებულოა რენტგენო-ლაბორანტის მოწმობა ან სერთიფიკატი;
  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო, საშუალო საექთნო ან საშუალო რენტგენო-ლაბორანტის განათლება; (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტები)
  • სამუშო გამოცდილება რენტგენო-ლაბორანტის,რენტგენის ტექნიკოსის პოზიციაზე;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

 

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე

50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”

ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.

 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

 

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/rentgenis-teqnikosi/668
 

ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!