,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვაცხადებთ არაანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიული მიმართულებით, კორპორატიულ სამსახურში.
სამუშაოს მიზანი
- პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მონაწილეობის მიღება კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის, კორპორატიული სამსახურის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში
მოვალეობები/ჩართულობა
- კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება. (წერილები, განცხადებები)
- სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება.
- სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მხარდაჭერა/მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
- MS Office პროგრამების ცოდნა.
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები
- ანალიტიკური აზროვნება.
- კომუნიკაციის უნარი.
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილმდებარეობა: კომპანიის სათაო ოფისი, მისამართი: ქ.თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ.N10
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე/სასწავლო განრიგთან შეთავსებით
სტაჟირების ხანგრძლივობის შესაძლებლობა: 5 თვე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.