Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

ადგილმდებარეობა  -   ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება  -  ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ მიმართულებაში

სამუშაო საათები  -  ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, სამუშაო საათები 09:00 – 18:00, შესვენება 13:00 – 14:00

ხანგრძლივობა  -  6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

 

ფუნქცია/მოვალეობები

  • სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში/სამართლებრივ ანალიზში/რედაქტირებაში დახმარება
  • სხვადასხვა კერძო თუ საჯარო კომპანიებთან და ორგანიზაციებთან კომპანიის წარმომადგენლობაში მონაწილეობის მიღება
  • კომპანიის კლიენტებთან კომუნიკაციაში ჩართულობა
  • საკანონმდებლო სიახლეების კონტროლსა და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში უშუალო ხელმძღვანელის დახმარება
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა პროფესიული ამოცანების შესრულება

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
  • სასურველია მსგავსი გამოცდილება

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი


 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I დავალება

II გასაუბრება

 

ვაკანსიაზე აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს:

ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიული და რეგულაციებთან შესაბამისობის მიმართულებაში

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  02.02.2025


ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.