Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ვაკანსია: Internship Vacancy – Data Analyst
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/01/2025 - 31/01/2025

2014 წლიდან კოლიერს საქართველო მუშაობს საქართველოს უძრავი ქონების განვითარების და ღირებულების ზრდის ხელშეწყობაზე სხვადასხვა სექტორის კლიენტებისთვის. მათ შორის გამოვარჩევთ კლიენტებს სავაჭრო, სასტუმრო, საოფისე, საცხოვრებელი და ლოგისტიკური უძრავი ქონებიდან.

 

ჩვენი შესრულებული სამუშაო გამოირჩევა სიზუსტითა და სანდოობით. მონაცემთა კომპლექსურობა, კვლევის სიმძლავრეები და ექსპერტიზა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს რეალისტური პროგნოზები. ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს საერთაშორისო ოფისებთან იმისათვის, რომ გავაღრმავოთ ადგილობრივი გამოცდილება, საერთაშორისო ცოდნით.

 

Colliers -ის კვლევისა და მონაცემთა დამუშავების სერვისების მიმართულება აცხადებს 3 თვიან სტაჟირებას სტუდენტებისთვის მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

• სხვადასხვა ტიპის დოკუმენტის ანალიზი

• მონაცემის შეგროვება (სატელეფონო ზარები და საველე გასვლები)

• შეგროვებული მონაცემების გადამოწმება, ორგანიზება და პროგრამაში შეყვანა.

 

ჩვენი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: კარგი კომუნიკაციის უნარი, ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა, საბაზისო Excel-ის ცოდნა.

 

ჩვენი სამუშაო სტილი ჰიბრიდულია და მოიაზრებს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას.

 

ყოველთვიური ანაზღაურება - 500 (ხუთასი) ლარი ხელზე.

 

შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება კოლიერსის ოფისში თავისუფლების მოედანზე, ბიზნეს-ცენტრ „ტაბიძე N1“-ში.

 

გასათვალისწინებლად: სტაჟირების დასრულების შემდეგ შესაძლოა განვიხილოთ სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობაც.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გთხოვთ გადმოაგზავნოთ მეილზე: natalia.gelovani@colliers.ge subject-ით: Internship – Data Analyst