Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის
ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.
Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს, რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.
Nexia Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საგადასახადო მიმართულებით. სტაჟირება მოიცავს სასწავლო პროგრამასა და პრაქტიკულ მუშაობას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.
სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.
სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის ქ. 12, King David.
მოთხოვნები:
❖ სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
❖ Excel-ის ცოდნა;
ფუნქციები და მოვალეობები:
❖ კონტრჰაგენტი კომპანიის დეკლარირებული მონაცემების დამუშავება;
❖ კომპანიის წარმოდგენილი დოკუმენტაციის Excel-ში დამუშავება და შესწავლა;
❖ კომპანიის საგადასახადო რისკების განსაზღვრა (აუდიტორის ზედამხედველობით);
❖ აუდიტის პროექტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
❖ აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე:
hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება საგადასახადო მიმართულებით".
გისურვებთ წარმატებებს!