კომპანია BDO Academy აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტრენინგების ადმინისტრატორის პოზიციაზე, როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე
BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
BDO Academy-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.
ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ტრენინგების ადმინისტრატორი - სრული განაკვეთი
6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00 – 14:00
ფუნქცია/მოვალეობები:
ტრენინგების ორგანიზებაში (ღია/კორპორატიული ჯგუფები)
და მასთან დაკავშირებული ბაზის ადმინისტრირებაში ჩართულობა
კლიენტებთან კომუნიკაცია და ტრენინგებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება
ინვოისების და ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
ACCA-ის გამოცდების ადმინისტრირებაში ჩართულობა
ტრენინგებთან დაკავშირებული სხვადასხვა ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება მენეჯერის დავალებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება ნებისმიერი მიმართულებით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
პასუხისმგებლობის გრძნობა
დროის ეფექტურად მართვის უნარი
დეტალებზე ორიენტირებული
ტრენინგების ადმინისტრატორი - ნახევარი განაკვეთი
6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
ნახევარი განაკვეთი 17:00 – 21:00, ორშაბათი - პარასკევი,
ფუნქცია/მოვალეობები:
ტრენინგების ორგანიზებაში (ღია/კორპორატიული ჯგუფები)
და მასთან დაკავშირებული ბაზის ადმინისტრირებაში ჩართულობა
ონლაინ და ფიზიკური ტრენინგების ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღება
სატრენინგო ოთახების მომზადება ტრენინგისთვის
მონაწილეებისთვის ყავის და ლანჩის შესვენების ორგანიზებაში ჩართულობა
ტრენერების მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში
ტრენინგებთან დაკავშირებული სხვადასხვა ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება მენეჯერის დავალებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება ნებისმიერი მიმართულებით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
პასუხისმგებლობის გრძნობა
დროის ეფექტურად მართვის უნარი
დეტალებზე ორიენტირებული
სასურველ ვაკანსიაზე აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ შესაბამის ბმულს:
ანაზღაურებადი სტაჟირება - ტრენინგების ადმინისტრატორი
ანაზღაურებადი სტაჟირება - ტრენინგების ადმინისტრატორი (ნახევარ განაკვეთზე)
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 03.12.2024
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.