საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
28/11/2024 - 07/12/2024
“თოდუას კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტის კანდიდატურაც);
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- გამართული საუბრის მანერა, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, სხარტი;
- პრიორიტეტული იქნება მსგავს პოზიციაზე ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- პაციენტების ჩაწერა ექიმთან ვიზიტზე;
- ვიზიტის დასადასტურებლად გამავალი ზარების შესრულება;
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით)
მისამართი: თბილისი, გ. კარტოზიას ქ. 10
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge
გისურვებთ წარმატებებს!