Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 28/11/2024 - 07/12/2024

თარჯიმან/ ასისტენტი - გადახდების განვითარების ლიგა

თბილისი, საქართველო

სრული განაკვეთი

მდებარეობა/Location: სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.

სამუშაოს აღწერა

  • მთარგმნელობითი საქმიანობა,  როგორც ზეპირი ასევე წერილობითი (ქართულიდან ინგლისურად და პირიქით)
  • ადმინისტრაციული საქმიანობა;

სამუშაოს აღწერა:

  • შეხვედრების/კონფერენციების სინქრონული და თანმიმდევრული თარგმნის უზრუნველყოფა  (ქართულიდან ინგლისურად და პირიქით);
  • კორესპონდენციის წარმოებაში დახმარების გაწევა (თარგმნა/კორექტირება);
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება.
  • ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
  • გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი
  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული
  • გაქვს სურვილი იმუშაო დინამიურ გარემოში 

კვალიფიკაცია

  • ინგლისური ენის მაღალ (პროფესიულ) დონეზე  ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა (მიენიჭება უპირატესობა)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ( მიენიჭება უპირატესობა)

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

CV გასაგზავნად გადადგით ბმულზე