Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 12/11/2024 - 30/11/2024

Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი
ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც
ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და
განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით
ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-
მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს,
ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს ცოცხალი და
დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და
ცოდნით.

Nexia Georgia აცხადებს სტაჟირებას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
➢ კომპანიის ყოველთვიური უწყისების მოგროვება;
➢ მიღებული შედეგების ხელმძღვანელთან განხილვა;
➢ არსებული ხარჯების მიმდინარე ანალიზი;
➢ კოეფიციენტების (ე.წ. “რეიშოუ”) ანალიზი;
➢ ხელმძღვანელთან ერთად კონკრეტული პროდუქტების/პროექტების ფინანსური მომგებიანობის
ანალიზი.

ვაკანსიის მოთხოვნები:
➢ ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით მესამე ან/და დამამთავრებელი კურსის
სტუდენტი;
➢ Excel-ის ცოდნა;
➢ ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge
წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება
ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე“.

გისურვებთ წარმატებებს!