Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 11/11/2024 - 20/11/2024

სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შერჩევის ასისტენტის პოზიციაზე.

შერჩევის ასისტენტის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • საოპერაციო პროცესების და მასობრივი პოზიციების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
  • კანდიდატების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა,შერჩევის პროცესის დაგეგმვა მხარდაჭერა;
  • არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
  • კანდიდატების მონაცემების დამუშავება და ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენა;
  • კანდიდატების არსებული და ახალი ბაზების დამუშავება,დახარისხება;

 

შერჩევის ასისტენტის სასურველი პროფაილი:

ვეძებთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ, ღია და უშუალო გუნდის წევრს , რომელიც ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე.

• პირატესობა მიენიჭებათ მასობრივი პოზიციების შერჩევის პროცესში გამოცდილ კანდიდატებს;

•  მოტივირებულია და აქვს მზაობა აქტიურად ჩაერთოს ტალანტების მოზიდვის, შერჩევის პროცესში

•  შეუძლია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება და მართვა;

• აქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);

• აფასებს კონფიდენციალობის დაცვას.

 

გელოდებით, მოგვიყევი შენზე! 2024 წლის, 20 ნოემბრის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში  გამოაგზავნეთ განაცხადი (CV გამოგზავნეთ) აქ.