Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 04/11/2024 - 07/11/2024

კომპანია „ავერსი ფარმა“ აცხადებს აუდიტორის ასისტენტის ვაკანსიას.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 დან - 18:00 მდე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • არსებულ რისკებთან მიმართებაში, დანერგილი კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება, სისრულესა და სიზუსტეზე;
  • საქართველოს კანონმდებლობის, კომპანიის შიდა დებულებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ეკონომიკის, ბიზნესის ან ფინანსების განხრით. 
  • სასურველია ასისტენტის ან სტაჟიორის პოზიციაზე სამუშაო გამოცდიელბა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენისს ფლობა B2 დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე : ani.kenchuashvili@aversi.ge  და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „აუდიტორის ასისტენტი“

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 7 ნოემბერი.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!