Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 30/10/2024 - 30/11/2024

FINA2.NET - ის გუნდი  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას  Power BI სპეციალისტის პოზიციაზე  დასაქმების პერსპექტივით. ჩვენ მეგობრულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში საშუალება გექნებათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. თუკი გიყვართ რიცხვებთან მუშაობა, ხართ დაინტერესებული მონაცემთა ანალიზითა და მათი ვიზუალიზაციით, ეძებთ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, მოხერხებულ გრაფიკს და ასევე გხიბლავთ ახალი სფეროების გაცნობა და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობა, მაშინ ეს ზუსტად ის არის რასაც  ეძებთ.


კონპანია FINA LLC არის საერთაშორისო Software development კომპანია, რომელიც უწევს IT მომსახურებას ფინანსურ ორგანიზაციებს.

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენ გახდებით BI გუნდის წევრი. თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება:

* კლიენტის ბიზნესის შესწავლა და მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული დეშბორდების აწყობა;

* მონაცემთა ინტეგრაცია სხვადასხვა ბაზებიდან;
* ლოგიკური მოდელის აგება;
* მონაცემთა დამუშავება;
* დამუშავებული ინფორმაციის მოხერხებულად წარმოჩენა.

მოლოდინები: ძირითადათ ვიწვევთ ძირთადათ მე4 და მე3 კურსის სტუდენტებს, რომელთაც უნივერსიტეტში  გავლილი აქვთ შემდეგი საგნები:

+  მენეჯერული აღრიცხვა 
+  კორპორაციული ფინანსები
+  ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი
+  მონაცემთა ანალიზი 
+  ექსელი ბიზნესისთვის -   Microsoft Excel 

სასურველია (და არა აუცილებელი)  

- თუ კანდიდატს ექნება მინიმალური ცოდნა მონაცემთა ბაზებზე 

- სასურველია ასევე Microsoft Power BI .  DAX  (მაგრამ თუ ამ ეტაპზე რომელიმე მათგანი საფუძვლიანად არ იცით, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ მის სწრაფად შესწავლაში)


რას გთავაზობთ?
* შიდა ტრენინგებში მონაწილეობას;

* ახალი ტექნოლოგიების შესწავლას;
* კვალიფიციურ გუნდთან მუშაობას;
* მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
* საინტერესო საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შესაძლებლობას;
* მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV იმეილზე hr@fina2.net.