გამოცხადდა 4 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟიორის კონკურსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 38 ვაკანსიაზე. ანაზღაურება 598ლ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს, ასევე 2023-24 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს.
! კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულო პირობაა საკონკურსო განაცხადი 2024 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით აიტვირთოს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული დასაქმების ვებგვერდის - Hh.gov.ge ბმულზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://www.hr.gov.ge/. (დამსაქმებლის ფილტრში მიუთითეთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო)