თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ტალანტების მართვის მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24ბ;
ხელშეკრულების ტიპი: დროებითი, 6-თვიანი ხელშეკრულება (დეკრეტის შემცვლელი);
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ტალანტების მართვის მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- შერჩევის ეტაპების დაგეგმვა და განხორციელება (ვაკანსიის განთავსება, რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრება, ტესტირება);
- თანამშრომლის აყვანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- თანამშრომელთა სამოტივაციო პროექტების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
გამოგვეხმაურე, თუ:
- ხარ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით)
- გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლამდე გამოცდილება;
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- კომუნიკაბელურს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
- ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს;
დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- პროექტებში ჩართულობას;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2024 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. თემის ველში კი მიუთითე ვაკანსიის დასახელება „ტალანტების მართვის მენეჯერი“
სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
შენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლია მოგვმართო: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@Tbcinsurance.Ge.
გაცნობებ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ მოგვმართე.
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდის ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული