თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
01.07.2024
თანამდებობრივი სარგო:
2394 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე
ფუნქციები
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების სიღრმისეული ანალიზი და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება/განხორციელება; ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და ეფექტიანი თანამშრომლობა; • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში/გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებში წარსადგენად, გადაწყვეტილებათა აღსრულების თაობაზე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ან/და გატარებულ ღონისძიებათა შესახებ შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების (სამოქმედო გეგმა/აღსრულების ანგარიში და სხვ.) მომზადება; • საქართველოს პარლამენტში წარსადგენად, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების პრეცედენტული სამართლის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება /საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტების მომზადება; • დეპარატმენტში შემოსული წერილების/განცხადებების პასუხის მომზადება; • დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული