თანამდებობის დასახელება - მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება - საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დავების წარმოების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი - ღია კონკურსი
ორგანიზაცია - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.
კატეგორია - იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა - 01.07.2024
თანამდებობრივი სარგო: 3059 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 12 თვე
ფუნქციები
• კომპლექსურ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს კომიტეტებში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოზიციის ამსახველი დოკუმენტებისა და მტკიცებულებების (დანართების) მომზადება;
• სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება/გამოთხოვა;
• სახელმწიფოთაშორისი დავების ფარგლებში სახელმწიფო პოზიციის მომზადებაში მონაწილეობა;
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს კომიტეტების პრეცედენტული სამართლის კვლევა;
• სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაციასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელება;
• დეპარტამენტში შემოსული წერილების/განცხადებების პასუხის მომზადება, კორესპონდენციის აღრიცხვა და დაარქივება;
• დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება - ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება - 2 წელი
პროფესია - იურისტი
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული