Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,Loialte‘’ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს https://www.loialte.com.ge/

 

,,Loialte‘’ პირველი ქართული ბრენდია მის სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხისმართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ „ლოიალტე“- ში დანერგილიახარისხის მართვის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.

 

სტაჟირების პროცესში შეისწავლით :

 კომპანიის ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;

 კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და მისი შესაბამისობის შეფასება გრძელვადიან გეგმებთან, ბიუჯეტსა და პროგნოზებთან;

 მოთხოვისამებრ, ფინანსური შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

 მომსახურე კომპანიების ბიუჯეტის მომზადება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი კორექტირება;

 ფულადი ნაკადების მოძრაობის დაგეგმვა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა;

 კომპანიის წარმოდგენა ბანკებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ინვესტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;

 ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის კონტროლი და გაუმჯობესება;

 კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მართვა;

 კომპანიის ზრდასთან დაკავშირებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების მომზადება;

 ფინანსური აღრიცხვიანობისათვის შესაბამისი პროგრამის იდენტიფიცირება, დანერგვის პროცესში მონაწილეობა და შემდგომი მონიტორინგი;

 კომპანიის მფლობელებსა და მენეჯერებთან კომუნიკაცია;

 ფინანსური ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროცესების ოპტიმიზაცია და შესაბამისი პროცედურებისგაწერა;

 ფინანსური და ბუღალტრული პროგრამების, პროცესების, მიდგომებისა და კონტროლის სისტემების დანერგვადა გაუმჯობესება;

 ახალი საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

 კომპანიის ფინანსური ასპექტების შესაბამისობის კონტროლი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და შესაბამის კანონმდებლობასთან.

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); 

 ფინანსური უწყისების წარმოებაში მინიმალური გამოცდილება ან თეორიული ცოდნა;

 საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;

 ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;

 

პიროვნული თვისებები:

 დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

 დროის მენეჯმენტი;

 კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა;

 დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა.

 

სამუშაო პირობები: სტაჟირების პერიოდი : 3 თვე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. სამუშაო საათები: 10:00-19:00.

ადგილმდებარეობა : თბილისი

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „ბაზების ადმინისტრატორი “ .