მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· საკუთარ გუნდში საქმის ეფექტურად გადანაწილება
· ახალ პროდუქტებზე მუშაობა
· გუნდურ pipeline-ზე ზრუნვა და კონტროლი
· მცირე, საშუალო და კორპორატიული კლიენტების მოზიდვა
· გუნდის წევრების მოტივაცია და შესაბამისი უკუკავშირის მიცემა
· გუნდის წევრებთან მიმდინარე პრობლემურ სიტუაციებზე მუშაობა და ემოციური ბალანსის შექმნა
· გუნდის სალიზინგო პროექტების დამუშავებაში/ანალიზში და კომიტეტზე დამტკიცებაში ჩართულობა (საჭიროების შემთხვევაში პროექტის დამუშავება და დამტკიცება)
· გუნდის საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა
· მომწოდებლებთან ურთიერთობა
· გუნდის ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციის და ცვლილებების მართვა, პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი
· სხვა სახის რეპორტინგი საჭიროების შემთხვევაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
· ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
· ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
· ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
· Microsoft office (Excel, Word)
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები
· გუნდის მართვის უნარი;
· დროის მართვის უნარი;
· საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;
· პრიორიტეტების/მიზნების სწორად დასახვის და განსაზღვრის უნარი;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· ანალიტიკური აზროვნება (არგუმენტირების, კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარი);
· გუნდურობა;
· პასუხისმგებლიანობა;
· თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ლიზინგი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი ლიზინგის" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 12 27 77 *2277;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული