Description / აღწერა
სს „მისო ევრო კრედიტი“ (Eurocredit.Ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 10 ქალაქში, 16 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო სესხებს.
ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.
თუ ხართ კურსდამთავრებული, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სფეროში, განივითაროთ ბიზნესისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, იმუშაოთ სასიამოვნო გარემოში და მიიღოთ კარიერული წინსვლისა და განვითარების საუკეთესო შანსი.
მიკროსაფინანსო კომპანია სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების დეპარტამენტში, მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
· მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პროდუქტის შეთავაზება;
· საკრედიტო განაცხადის მიღება/ანალიზი/დამუშავება;
· სესხის პროგრამული რეგისტრაცია;
· სესხის გაცემისათვის შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით (სასურველია).
· საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დამატებითი უნარები:
· ორგანიზებული;
· გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
· ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· გუნდური მუშაობის უნარი.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული