იურისტ - ადმინისტრატორი
Description / აღწერა
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, იურისტ - ადმინისტრატორის ვაკანსია დაგაინტერესებს.
§ სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24 ბ
§ განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი-10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც იურისტ - ადმინისტრატორის მთავარი ფუნქციები იქნება:
· სადაზღვევო გარანტიის გასაცემად საჭირო ყველა ტიპის ხელშეკრულების მომზადება;
· წარმომადგენლობა ნოტარიუსთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
· დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
· კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ოქმების, მინდობილობების, ბრძანებების, აქტების, განცხადებების, წერილობითი კორესპონდენციის) მომზადება და შეთანხმება, რევიზიისა და ხელმოწერის პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
· საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი;
· სადაზღვევო შემთხვევების რეგულირებაში მონაწილეობა;
· კომიტეტების ოქმების შედგენა;
გამოგვეხმაურე, თუ
§ გაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
§ გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
იცი ინგლისური ენა;
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;
ორგანიზებულს;
განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
საქმეზე კონცენტრირებულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ:
· საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
· მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
· შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
· მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
· პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@Tbcinsurance.Ge.
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.