Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში
დეპარტამენტი: მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი
პოზიცია: სტაჟიორი
შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 6
ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ)
მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამ მიზნის მისაღწევად
იგი მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის
მეშვეობით. აღნიშნული რეჟიმი საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს, ხოლო 2013
წლიდან სებ ინფლაციის თარგეთირებას პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის
სისტემაზე (Forecasting and Policy Analysis System) დაყრდნობით ახორციელებს.
აღნიშნული სისტემის მქონე ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკა სამ
ძირითად კომპონენტს ეყრდნობა: მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობისა და
მონაცემების ანალიზს, ეკონომიკური პროცესების განმსაზღვრელი ფაქტორების
ანალიზსა და პროგნოზს და, აღნიშნულზე დაყრდნობით, მესამე კომპონენტი პასუხს
სცემს კითხვაზე თუ რა უნდა გააკეთონ მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებმა მათ
ხელთ არსებული ინსტრუმენტების მეშვეობით ფასების სტაბილურობის
უზრუნველსაყოფად. ამ პროცესში, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი
კი წამყვან როლს ასრულებს.
სტაჟირების შესახებ: მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის სტაჟიორებს
შესაძლებლობა ექნებათ 2 თვის განმავლობაში შეიძინონ თეორიული ცოდნა და
პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:
 თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის საფუძვლები
o ცენტრალური ბანკების როლი ეკონომიკაში, მონეტარული პოლიტიკის
რეჟიმები, მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩო, გაცვლითი კურსი და
დოლარიზაცია, მაკროეკონომიკური პროგნოზირება/მონეტარული პოლიტიკის
კომუნიკაცია
 მაკროეკონომიკური კვლევების წარმოება
o სტაჟიორები ჩაერთვებიან მონეტარული პოლიტიკისთვის რელევანტურ,
სხვადასხვა სახის კვლევით პროექტში, რომელზეც, მათ შორის,
დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ. სტაჟიორებს შესაძლებლობა
ექნებათ შერჩეული კვლევითი პროექტის ირგვლივ წარმოადგინონ
პრეზენტაციები და, საბოლოოდ, დაწერონ სადისკუსიო ნაშრომი.
 მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და მონაცემთა ვიზუალიზაცია

o სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ ორი თვის განმავლობაში დააკვირდნენ
პრაქტიკაში თუ როგორ ტარდება მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობისა და
მონაცემთა ანალიზი როგორც გლობალური, ისე საქართველოს ეკონომიკისთვის
და ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის
დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლებთან ერთად.

სებ-ის სამუშაო პროცესზე დაკვირვებითა და მასში უშუალო მონაწილეობით
სტაჟიორები განივითარებენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ესაჭიროებათ ცენტრალური
ბანკების ეკონომისტებს, მათ შორის:
 ეკონომიკური ანალიზისა და კვლევების ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკური
უნარები
 მაღალი სტანდარტის წერითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
 გაეცნოს სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად, ბანკის სპეციფიკას.
კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე
გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
 გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო
ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც
საჭიროა სტაჟირების ან/და პრაქტიკის პერიოდში მენტორის მიერ
განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;
 დაესწრონ სემინარებისა და ტრენინგების სერიებს (Better Policy Project and Global
Forecasting School’s Seminar Series), რომლებშიც მსოფლიოს წამყვანი
ეკონომისტები მონაწილეობენ
 გახდნენ დინამიური სწავლების გარემოს (Dynamic Learning Environment)
თანამონაწილე, რომლის ფარგლებში ითანამშრომლებენ ეროვნული ბანკის
მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ეკონომისტებთან, მათ
შორის, კვლევითი სტატიის დაწერაზე.
 გაეცნონ მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის (Business Intelligence)
თანამედროვე პრაქტიკას.
სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
 ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის დამამთავრებელი
კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
 კანდიდატი უნდა ფლობდეს ეკონომიკისა და გამოყენებითი ეკონომიკის
საფუძვლების შესახებ თეორიულ ცოდნას და გავლილი უნდა ჰქონდეს
მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის სასწავლო საგნები);
 კანდიდატი უნდა ფლობდეს უმაღლესი მათემატიკის საფუძვლიან ცოდნას (სულ
მცირე, ბაკალავრიატის საფეხურზე გავლილი უნდა ჰქონდეს კალკულუსის
საგნები);

 ინგლისური ენა - B2.
კომპეტენციებისა და უნარები:
 კრიტიკული აზროვნება
 განსხვავებული ტიპის დავალებების სწრაფად შესრულების უნარი (Multitasking)
 კომუნიკაციისა და წერის უნარები

სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი:
 განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
მეორე ეტაპი:
 წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;
წერითი დავალების თემატიკა:
 მონეტარული პოლიტიკა;
 მაკროეკონომიკური კვლევები;
 მონეტარული და საგარეო სექტორის სტატისტიკა
მესამე  ეტაპი:
 გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის
მეორე ეტაპს.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2024 წლის 15 ივნისის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ:
 რეზიუმე (CV)
 მოკლე სამოტივაციო წერილი
 *რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი
ტექსტი „სტაჟირება - მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი“
შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში
ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
3. ერთი ელექტრონული ფოტო.

 
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული
ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.