Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ვაკანსია: Bdo - ვაკანსია
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 31/05/2024 - 14/06/2024

კომპანია BDO აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საგადასახადოს მიმართულებაში. BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი
პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში
ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო
პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ანაზღაურებადი სტაჟირება საგადასახადო მიმართულებაში
სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება
13:00 – 14:00
6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით
გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

აღწერა

ფუნქცია/მოვალეობები:
• საგადასახადო პროექტებში მონაწილეობის მიღება
• საგადასახადო კონსულტანტის დახმარება პროექტის წარმართვაში
• საგადასახადო კანონმდებლობაზე მუშაობა
• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების
შესრულება

მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის
ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან მე-3 და მე-4
კურსის სტუდენტებიც)
• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
(წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
• სასურველია MS Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე
ცოდნა

პიროვნული თვისებები:
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ანაზღაურებადი
სტაჟირება საგადასახადო მიმართულებაში

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 03.06.2024

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ
შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე
შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი
მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით
ნებისმიერი ნიშნით დისრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების
აკრძალვას.