Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 23/05/2024 - 10/06/2024

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში.
მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან -
"სოფლის ნობათი", "რჩეული", "ჩუდო"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos";
გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და
საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის
მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოგვიერთდი, როგორც სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე
ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე სხვადასხვა დავალებებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და
ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!
რა ამოცანებია შესასრულებელი:
▪ პერსონალის ფორმალური დოკუმენტაციის წარმოების პროცესში ჩართულობა (აყვანა, პირადი საქმეების მართვა,
განთავისუფლება, გადაყვანა, დისციპლინური გადაცდომა, საკონტრაქტო პირობების ცვლილება და სხვ.)
▪ წინა სახელფასო დოკუმენტაციის წარმოებაში ჩართულობა
▪ ორგანიზაციული კლიმატის კვლევის პროცესში ჩართულობა
▪ ორგანიზაციული სტრუქტურის, პერსონალის რიცხოვნობის განახლებაში ჩართულობა
ვის ვეძებთ:
▪ ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის
სტუდენტები
▪ პრაქტიკა HR სფეროში, ადმინისტრაციულ საქმიანობაში, დოკუმენტაციის წარმოებაში ჩაითვლება უპირატესობად
▪ უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
▪ MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS excel ცოდნა
▪ ეფექტური კომუნიკაციის უნარი
▪ ანალიტიკური აზროვნება
▪ დეტალებზე ორიენტირება
▪ სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა
რას გთავაზობთ:
▪ პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობა და მხარდაჭერა
▪ წვდომა პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე
▪ ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთით: 09:00 – 18:00 სთ
▪ სტაჟირების ხანგრძლივობა - 12 თვე
▪ ადგილმდებარეობა: ფონიჭალა
▪ ანაზღაურება - 900 ლარი
▪ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
▪ ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
▪ კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე
მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 27 მაისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის
ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური
მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება,
ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან
საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი
ხელშეკრულებების საფუძველზე.