Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 31/05/2024 - 10/06/2024

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის –
Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია
სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას,
წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს
საქართველოშიც 2014 წლიდან. Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს
რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ
ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური
გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

Nexia TA აცხადებს სტაჟირებას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 კომპანიის ყოველთვიური უწყისების მოგროვება;
 მიღებული შედეგების ხელმძღვანელთან განხილვა;
 არსებული ხარჯების მიმდინარე ანალიზი;
 კოეფიციენტების (ე.წ. “რეიშოუ”) ანალიზი;
 ხელმძღვანელთან ერთად კონკრეტული პროდუქტების/პროექტების ფინანსური მომგებიანობის
ანალიზი.

ვაკანსიის მოთხოვნები:
 ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით მესამე ან/და დამამთავრებელი კურსის
სტუდენტი;
 Excel-ის ცოდნა;
 ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge
წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება ფინანსური
მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე“.

გისურვებთ წარმატებებს!