ვისოლ ჯგუფის წევრი, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია მპ დეველოპმენტი ეძებს სტაჟიორს რეპორტინგისა და მონაცემთა ანალიზის სამსახურში.
მპ დეველოპმენტი (Multiple Project Development) წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. ის ამჟამად დაკავებულია საქართველოს რეგიონებში და თბილისში სავაჭრო მოლების განვითარებით. კომპანიას უკვე გააჩნია 13 ობიექტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აქტიურად მუშაობს ახალი კომერციული ობიექტების განვითარებაზე.
თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან გამოცდილებას კომპანიის რეპორტინგისა და საოპერაციო ანალიზის მიმართულებით ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში.
შეისწავლით და მონაწილეობას მიიღებთ:
· ფინანსური და საოპერაციო ანალიტიკური რეპორტების მომზადებაში;
· ბიუჯეტირების პროცესების მართვაში;
· კომპანიის ფინანსური მოდელის შექმნაში;
· კომპანიის ფინანსური აუდიტის პროცესის მხარდაჭერაში;
·კომპანიის ფინანსური შედეგების და გეგმების პრეზენტაციის მომზადებაში.
განათლება:
· უპირატესია მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი, ბიზნეს ადმინისტრირების და ფინანსების განხრით;
სამუშაო პირობები:
· სტუდენტებზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;
· ანაზღაურებადი სტაჟირება;
· სამომავლო დასაქმების პერსპექტივა.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული