სს სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (კორპორატიული/საცალო)
სამუშაო ადგილი: თბილისი, გამრეკელის #19
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (09:30-18:30)
რას გააკეთებ:
• მოიძიებ მომხმარებლებს
• შეისწავლი მომხმარებლების მოთხოვნებს და შეთავაზებ შესაბამისი პროდუქტს
• მოამზადებ პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზებას და დაგეგმავ შეხვედრებს
• განახორციელებ არსებულ მომხმარებლებთან სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვას
• მართავ და აკონტროლებ მომხმარებლების სადაზღვევო ანგარიშებს
მნიშვნელოვანია გქონდეს:
• უმაღლესი განათლება ან იყო სტუდენტი
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
მზარდი-ფიქსირებული ხელფასი 700 ლარი + საკომისიო
კვარტალური ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა
განვითარების შესაძლებლობა
შერჩევის ეტაპები :
სატელეფონო გასაუბრება
გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან
თუ დაგაინტერესა ამ პოზიციამ და თვლი რომ მზად ხარ საინტერესო გამოწვევებისთვის გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!