შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც რითელის და კომერციის მიმართულებით გამოცდილების დაგროვება და განვითარება სურს
#2 ნაბიჯის კომერციულ დეპარტამენტში ხილ-ბოსტნეულის უმცროსი კატეგორიის მენეჯერის ვაკანსია გვაქვს!
ძირითადი მოვალეობებია:
- მოლაპარაკებების წარმოება
- მომწოდებლებთან კონკურენტების მონიტორინგი
- ხელშეკრულებებისა და დოკუმენტაციის მართვა
- ანალიტიკის წარმოება
აუცილებელია:
- ჰქონდეს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, თუმცა განვიხილავთ IV კურსის სტუდენტებსაც
- MS Excel ცოდნა
- მუშაობის მცირე გამოცდილება.
- ასევე, B კატეგორიის მართვის მოწმობა.
თუ თვლით, რომ გაქვთ მოლაპარაკებების წარმოების უნარი, არ გაშინებთ აქტიური, დინამიური გარემო და უპირატესობას ანიჭებთ საინტერესო საქმეს, მაშინ გამომიგზავნეთ cv მეილზე lela.arabuli@orinabiji.ge
რაც შეეხება პირობებს
სამუშაო გრაფიკია 9:00 – 18:00 სთ
სამუშაო ლოკაცია: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41, თუმცა საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად უწევს მოლაპარაკებებზე და შეხვედრებზე სიარული მომწოდებლებთან.