კომპანია „ალტა“ წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე ლიდერ ტექნოლოგიურ ფლაგმანს, რომელიც ოპერირებს ყველა უმსხვილესი მსოფლიო ბრენდის საცალო გაყიდვების, დისტრიბუციის და მომსახურების მიმართულებით.
შ.პ.ს „ალტა“-ს შვილობილი კომპანია ,,ტექპოინტი“ აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე;
განაკვეთი: სრული.
მოვალეობები:
- ბრენდის მოთხოვნებთან კომპანიის მაქსიმალური შესაბამისობის უზრუნველყოფა შესყიდვების, მარაგების მართვის, ტექნიკური სამუშაოებისა და ყველა სხვა პროცესში;
- საჭირო დეტალების გამოწერა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ყველაზე ოპტიმალური გზით, დადგენილი ვადების დაცვით;
- საწყობში არსებული კონკრეტული ბრენდის ნივთების პერიოდული კონტროლი და შედარება, აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- ბრენდის მოთხოვნების მიხედვით რეგულარული რეპორტინგის უზრუნველყოფა;
- ბრენდებთან ურთიერთობის განვითარების მიზნით ინიციატივების დაყენება და განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
პიროვნული თვისებები:
- გამართული წერითი და ვერბალური კომინიკაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.ge .