პოზიციის დასახელება - სივრცის კონსულტანტი თბილისის ვარკეთილის იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი - ღია კონკურსი
ორგანიზაცია - სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია - მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა - 06.12.2023
თანამდებობრივი სარგო: 786 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა 6 თვე
ფუნქციები
• ტერიტორიულ ორგანოში მოსულ მომხმარებელთა, მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება მომსახურების სივრცეებში, მათთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
• მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
• მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურით სარგებლობის პროცესში;
• საბავშვო და საინფორმაციო სივრცეებში წესრიგის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
• საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გადაცემა, ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ „იუსტიციის სახლის“ შტამპით დამოწმება;
• დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საშვთა ბიუროს ადმინისტრირება;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება - სტუდენტი
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული