სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ ეძებს თანამშრომელს ადმინისტრატორის (რეგისტრატორის) პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკის ამბულატორიულ დეპარტამენტში შემოსული პაციენტების დახვედრა/დარეგისტრირება;
- დარეგისტირრებული პაციენტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა სამედიცინო პერსონალისთვის;
- დაზღვევით მოსარგებლე პაციენტების მომსახურება შესაბამისი სქემით;
- სამედიცინო ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარი განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- ანგარიშფაქტურის გენერირება;
- სამედიცინო მომსახურების ანგარიშსწორება;
- პაციენტთან დაკავშირებული პრობლემური სიტუაციების მართვა;
- ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება;
სამუშაო განრიგი:
ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 სთ, შაბათი - 09:30 – 14:00 სთ
შრომის ანაზღაურება:
1000,00 ლარი დარიცხული
სამუშაო ადგილი:
ქ.თბილისი, ტაშკენტის ქ. #22ა
განათლება და გამოცდილება:
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
აუციებელი უნარები:
- კომუნიკაბელური;
- ორგანიზებული და პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hr@mediclubgeorgia.ge, ხოლო იმისთვის, რომ მოხდეს გამოგზავნილი რეზიუმეების თემატური დახარისხება, სათაურის გრაფაში (Subject) გთხოვთ, მიუთითოთ „ადმინისტრატორი - თსუ“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 დეკემბერი.