საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი
მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კლიენტის ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა და
წარმართვა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის
შექმნაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
აუდიტორების და სტაჟიორების საქმის ზედამხედველობა და ტრენინგი სამუშაო
პროცესში;
დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში
მონაწილეობის მიღება;
მენეჯერის/პარტნიორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების
შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის
გამოცდილება;
უმაღლესი განათლება;
ACCA პირველი ეტაპის სერთიფიკატი;
ქართული და ინგლისური, რუსული სასურველია საბაზისო დონეზე;
საოფისე პროგრამები (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე)
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და
ხშირად გამოყენებადი სტანდარტების მაღალ დონეზე ფლობა;
ანალიტიკური აზროვნება;
ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
გუნდური მუშაობა;
კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
ვაკანტური პოზიცია: 1
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (თბილისის ბიზნეს ცენტრი)
დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო
გარემო-პირობებს;
კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ
გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
სამედიცინო დაზღვევას;
სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: career@ecovis.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge