ამერიკული კვების რესტორენების ქსელი Wendy’s და Dunkin აცხადებენ ვაკანსიას HR ადმინისტრირებისა და ფეიროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის #11
მოვალეობები:
კომპანიის HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნა/მოდიფიცირებაში მონაწილეობა
ადამიანური რესურსების ოპერაციების/ HR სოფტის (VabaCo) ადმინისტრირება
დასაქმებულთა ნამუშევარი საათების აღრიცხვის მონიტორინგი/ სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დადგენილი წესით წარმოების უზრუნველყოფა/HR სოფტის (Self.ge) ადმინისტრირება
დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, მატერიალური კომპენსაციების და სხადასხვა ბენეფიტების ადმინისტრირება/მართვა
ბონუსების დაანგარიშება/ადმინისტრირება კომპანიაში დადგენილი საბონუსე სისტემის შესაბამისად
სხვადასხვა სახის რეპორტების/ანგარიშების მომზადება
შემოსავლების სამსახურის საიტზე დაქირავებულ პირთა რეესტრის მუდმივი განახლება
მონაწილეობა კომპანიაში დანერგილი HR სოფტების სრულყოფაში, მისი გამართული და უშეცდომო მუშაობის, მონაცემთა მთლიანობის უზრუნველყოფა
მონაწილეობა დასაქმებულებთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მართვაში: ხელშეკრულებების და სხვა თანმდევი დოკუმენტების, სამუშაო ინსტრუქციების, ბრძანებების, პირადი საქმეების შექმნა/წარმოება/განახლება/მოწესრიგებაში
მონაწილეობა დეპარტამენტში დაგეგმილ სხვადასხვა HR პროექტებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება - HR ადმინისტრირების მიმართულებით
Soft-ებთან მუშაობის გამოცდილება
საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
ინგლისური ენის ცოდნა
უნარები:
ორგანიზებული და დეტალებისადმი ყურადღებიანი
ანალიტიკური აზროვნების უნარი
ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
გუნდში მუშაობის უნარი
დროის ეფექტურად მართვის უნარი
პასუხისმგებლიანი
განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@wendys.ge