თუ ხარ მოტივირებული, გინდა გამოცდილების მიღება ბუღალტრულ სფეროში, გჭირდება შესაბამისი უნარ-ჩვევების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბება და განვითარება, მაშინ მოცემული ვაკანსია ზუსტად შენთვისაა.
სამედიცინო კომპანიების ჰოლდინგი „ვივო მედიქალ ჯგუფი“, რომლის მფლობელობაშია წამყვანი ქართული კლინიკები, ისეთები, როგორიცაა: „ინოვა“, „ჟორდანიას კლინიკა“, „ბოხუას სახელობის კლინიკა“ და სხვები, ეძებს დამწყებ სპეციალისტს უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას 8
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე;
ძირითადი ფუნქციები:
- კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმოება.
- საბანკო ოპერაციების წარმოება.
- შესყიდვების განხორციელება
- რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს და საბანკო ოპერაციების კონტროლი.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- Balance პროგრამის ცოდნა (სასურველია)
- ინგლისური/რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოტივირებული და ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „უმცროსი ბუღალტერი“.
გისურვებთ წარმატებას!
*** მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.