კომპანია „ავერსი ფარმა“ აცხადებს მიღებას ელექტრონული კომერციის სტაჟიორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 500 ლარი (ნეტი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობანი:
- ელექტრონული კომერციის დეპარტამენტის სხვადასხვა პოზიციის საქმიანობის შესწავლა;
- სხვადასხვა პოზიციის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, გაყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით), განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც
- გამოცდილება ელ-კომერციის, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის გამართული ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
- MS Office-ის ცოდნა (Word, Excel, PowerPoint); სხვა საოფისე ან გრაფიკული პროგრამები ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური ამოცანების დაგეგმვა და მართვის უნარი, შესრულების შედეგების შეფასების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა; პუნქტუალურობა; პასუხისმგებლობა.
- ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერსებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (სასურველია სამოტივაციო წერილიც) ელ.ფოსტაზე: ani.kenchuashvili@avsrsi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ”ელ.კომერციის სტაჟიორი“
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2023 წლის 5 ივლისი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
ავერსის გუნდი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!