სტაჟირების ვადა: 6 (ექვსი) თვე.
კომპანია ორიენტირებულია თანამშრომელთა ინტერესების დაცვაზე და იძლევა განვითარების საშუალებას.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილება მე-4 კურსის სტუდენტიც);
- „საია“-სა და კერძო სექტორის რომელიმე ფირმაში გავლილი სტაჟირება ჩაითვლება უპირატესობად;
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
- სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
მოვალეობები:
- ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
- სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შემდგომი რეაგირება;
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- დავალების შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მიზანდასახულობა;
- დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
ანაზღაურება: 300 ლარი საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გარეშე.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00. კანდიდატებს ექნებათ მოქნილი გრაფიკი სასწავლო პროცესების შესათავსებლად.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: s.elisashvili@ibccs.tax ;
ელექტრონულ წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში.
განცხადებები მიიღება არაუგვიანეს 2023 წლის 15 ივლისისა.