სტაჟირებისას შეისწავლით და ჩაერთვებით შემდეგ პროცესებში:
- სამშენებლო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველანაირი ხარჯის წინასწარი განსაზღვრა
- პროექტის ხარჯების ბიუჯეტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა
- ობიექტებზე ხარჯების კონტროლის, შემცირებისა და მართვისთვის საჭირო ერთიანი და ეფექტიანი სისტემის შემუშავება და დანერგვა
- მოსალოდნელი საჭიროებებისა და გადახრების დროულად აღმოჩენა და პრევენციის უზრუნველყოფა
- სამუშაოს წარმოდგენილი მოცულობების მიხედვით ხარჯების კომპონენტების განსაზღვრის ორგანიზება და მოცულობების დაზუსტება
- ფასების მოძიება და გადამოწმება აქტუალური ფასების დასადგენად დაგეგმილი მშენებლობის სავარაუდო ხარჯების დასათვლელად
- ხარჯთაღრიცხვის მომზადება დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებისთვის, ასევე სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მომზადება ჯერ კიდევ წინასწარი ანალიზის ან პროექტის მომგებიანობის შეფასებისთვის
- მიმდინარე პროექტების ფინანსური გეგმიდან გადახრის შემთხვევებში მიზეზების დეტალური ანალიზი
სტაჟირებისთვის სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, მათემატიკის ან სამშენებლო-საინჟინრო მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
სასურველი ცოდნა და უნარები:
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- MS Office Programs;
- სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
- უწყვეტ სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირება;
- შედეგზე ორიენტირება;
- გუნდურობა;
- ენერგიულობა;
- გაურკვევლობებთან გამკლავება;
- დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
- პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა;
- ჯანსაღი გარემოს მხარდაჭერა - ხელმისაწვდომობა, ღია და მეგობრული კომუნიკაცია, შეხედულებების ღიად გამოთქმა.
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
სტაჟირების ადგილმდებარეობა: ვაკე, კავსაძის ქ. #3, დომუსის ოფისი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30/06/2023. გთხოვ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დომუსი გისურვებს წარმატებას!