თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღება დაიწყო
რას მოიცავს?
სამთვიან ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას;
სფეროს პროფესიონალი მენტორების მიერ გამოცდილების და ცოდნის გაზიარებას;
რეალური ამოცანების ამოხსნას;
მონაცემთა მეცნიერებას (სტატისტიკა და რეგრესიები);
შეხვედრებს რისკების მართვის მიმართულებით თიბისის სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელებთან.
ვის ვეძებთ?
თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
სწავლობ ტექნიკური მიმართულებით (ფინანსები, მათემატიკა, ეკონომიკა, ა.შ.);
ხარ მოტივირებული და შრომისმოყვარე;
გსურს განავითარო ანალიტიკური და ტექნიკური უნარები;
გაინტერესებს რეალური სამუშაო ამოცანები საბანკო რისკების მიმართულებით
რას მიიღებ?
გაიღრმავებ ცოდნას სტატისტიკის და რისკების მართვის მიმართულებით;
ისწავლი Excel-ში მონაცემების დამუშავებას და ანალიზს;
ისწავლი მონაცემების მოძიებას და დამუშავებას SQL-ში;
ისწავლი მონაცემთა ვიზუალიზაციას Power BI-ში;
მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალური ამოცანების ამოხსნით;
სერთიფიკატს, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ
როგორ მოვხვდე?
30 ნოემბრამდე შეავსე აპლიკაცია ბმულზე;
წარმატებით გაიარე ონლაინ ტესტირება და გასაუბრება;
მოამზადე დავალება და წარუდგინე თიბისის რისკების გუნდს
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება ზუმში
27 ნოემბერი, 15:30
zoom