ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შესყიდვების დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების მიზნით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თ. ჩანტლაძის ქ.23.
კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს „ Max Power-ის „ და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
• ნედლეულსა/სერვისების შესყიდვაზე სწორი პრიორიტეტების დასახვაში მონაწილეობის მიღება.
• შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების წარმოებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესაბამისი ადმინისტრაცია;
• შეკვეთილი მატერიალების/სერვისების დროულ მოწოდებაში მონაწილეობის მიღება შიდა მომხმარებლებისთვის/კომპანიისთვის;
• შესყიდვების და მიწოდების ჯაჭვის სრული ციკლის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
• შესყიდვების ყოველდღიური რეჟიმის კონტროლში ჩართულობა, კომუნიკაციის წარმოებაში ჩართულობა შიდა მომხმარებლებთან, გარე მომწოდებლებთან/კლიენტებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
• უმაღლესი განათლება;
• ექსელის სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
• ინგლისური - B2 დონეზე ფლობა;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და აქტიურობა;
• გუნდური მუშაობის უნარი და მოლაპარაკების წარმართვის უნარი/კომუნიკაციის სწორი ტექნიკების გამოყენების უნარი.
ანაზღაურება და შეღავათები
• სტაჟირების ანაზღაურება - 500 ლარი
• შესაძლებლობა გაიზარდოს "Iberia Refreshments - Pepsi Georgia - ს" მაღალპროფესიონალურ გუნდთან ერთად;
• ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ისნის მეტროდან;
• კორპორატიული SIM ბარათი;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge პოზიციის დასახელება „ სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში“ უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.