სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (შესაძლო დასაქმების პერსპექტივით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სისტემაში დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებისა და დოკუმენტების განახლებაში მონაწილეობის მიღება;
პროდუქტის შეფასების პროცესში ჩართულობა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
რესტორნების QA აუდიტების პროცესში მონაწილეობის მიღება;
საჩივრების მართვის პროცესში ჩართულობა;
QA რეპორტების დამუშავება და პერიოდული ანალიზი;
ხელმძღვანელთან ერთად ხარისხის უზრუნველყოფის პროექტებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სასურსათო ტექნოლოგიების/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (B2/C1);
HACCP- ის სტანდარტების ცონდა ჩაითვლება უპირატესობად.
სტაჟირება /სამუშაო გამოცდილება კვების ინდუსტრიაში ჩაითვლება უპირატესობად;
MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
პროცესების ანალიზის უნარი;
განვითარებაზე ორიენტირებული.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე employment@tsu.ge