სადაზღვევო კომპანია "ალფა" არის უნივერსალური სადაზღვევო კომპანია დაარსებული ერთ-
ერთი უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის - ავერსის მიერ, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით
საქართველოს მოსახლეობის მომსახურების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
სადაზღვევო კომპანია „ალფა“ აცხადებს ვაკანსიას „IT პროექტის უმცროსი მენეჯერის“ პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
IT პროექტების დაგეგმვა და პროექტის მართვის სტრატეგიის დასახვა;
პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების და ვადების გაწერა;
სამუშაო ჯგუფთან დეტალური კომუნიკაცია და შესრულების კონტროლი;
დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობა და პროექტის სტატუსის შესახებ
მუდმივი კომუნიკაცია;
აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე ბიზნეს მოთხოვნების და კომპანიის სტრატეგიის
შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სასურველია IT პროექტების მართვის სტანდარტების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა;
MS Office პროგრამების ცოდნა სრულყოფილად;
Jira–სთან მუშაობის გამოცდილება .
უნარ-ჩვევები:
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის და გუნდის მართვის უნარი;
სამუშაოს ვადის განსაზღვრის და მისი ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ
მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება – „IT
პროექტის უმცროსი მენეჯერი“ . სადაზღვევო კომპანია "ალფა" გისურვებთ წარმატებებს!