Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

EBIT Group წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის, ტრენინგ ცენტრის და ტექ კომპანიის სახით; ჯგუფის მიზანია ორგანიზაციების მხარდაჭერა ბიზნესის განვითარებაში, როგორც საკონსულტაციო კუთხით, ასევე ინვესტიციების მოზიდვით და პერსონალის გადამზადებით სხვადასხვა პრაქტიკული ტრენინგების დახმარებით. EBIT Group კონსულტირებას უწევს საქართველოში მოქმედ უმსხვილეს კორპორაციებს როგორც ფინანსების მართვის, ასევე საოპერაციო მენეჯმენტის და IFRS სტანდარტების მიმართულებით. www.ebit.ge

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • კომპანიების ფინანსური მოდელების მომზადების პროცესში  მონაწილეობის მიღება
  • კომპანიების ბიუჯეტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • კომპანიების ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება
  • ბიზნესის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება
  • კომპანიებში პრეზენტაციების მომზადება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულების სტუდენტები (III და IV)
  • პროგრამა Excel–სა და PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა
  • განვითარებული მათემატიკური უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • განვითარებაზე ორიენტაცია

 

დამატებითი უპირატესობები:

  • სტაჟიორი გაივლის  IFRS სტანდარტების სასწავლო პროგრამის სრულ კურსს, კურსების დასრულებისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გადაეცემა  სერთიფიკატი
  • სტაჟიორი ჩართული იქნება სხვადასხვა სფეროს კომპანიების ფინანსური შეფასების ნაწილში , ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღება კომპანიების ბიუჯეტირების, ფულადი სახსრების მართვის და ბიზნესის შეფასების პროცესში;
  • სტაჟირება კანდიტატს  საშუალებას მისცემს დააგროვოს მრავალმხრივი  გამოცდილება  სხვადასხვა ბიზნეს სექტორის კომპანიების  ფინანსების მართვის მიმართულებით .
  • წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში სტაჟიორი მიიღებს შეთავაზებას  ფინანსური მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე

 

სტაჟირების პირობები:

სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით

 

სამუშაო გრაფიკი: არასრული, ლექციებთან შეთავსებით

 

სტაჟირება: ანაზღაურებადია

 

სტაჟირების ვადა: სამი თვე

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: career@ebit.ge

 

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის  30 მაისი