Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 12/05/2023 - 28/05/2023

Hegelmann Group არის საერთაშორისო სატრანსპორტო - ლოგისტიკური კომპანია 25 წლიანი გამოცდილებით. ჩვენ გავხსენით 60-ზე მეტი ოფისი მთელს მსოფლიოში - პოლონეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთში, ლიტვაში, უკრაინაში, ავსტრიაში, ლატვიასა და აშშ-ში. 2022 წლის 1 ივლისს პირველი ოფისი საქართველოში, ქალაქ თბილისში გაიხსნა. ოფისი მდებარეობს ბამბის რიგი, ნომერ 7-ში. 

 

ჩვენს კომპანიაში შეგიძლიათ მუშაობა გამოცდილების გარეშე დაიწყოთ. სავალდებულოა ინგლისური და გერმანული,იტალური, ფრანგული ან ესპანური ენების ცოდნა. 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

✅ სამუშაო საათები 9:30დან 18:30 ან 10:00დან 19:00მდე, შაბათი-კვირა დასვენების დღეები; 

✅ ოფიციალურ დასაქმებას; 

✅ კარიერის ნულიდან დაწყების შესაძლებლობას; 

✅ ტრენინგებს; 

✅ კორპორატიულ მობილურს; 

✅ სამედიცინო დაზღვევას; 

✅ ბენეფიტების სისტემას; 

✅ ასევე მყუდრო ოფისს თბილისის ცენტრში ულამაზესი ხედით და მეგობრული გუნდით! 

 

თქვენგან ველით: 

- გერმანული/ფრანგული/იტალიური/ესპანური ენების ცოდნა + ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე. 

- უმაღლესი განათლება (ასევე არასრული უმაღლესი განათლება); 

- ლოგისტიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 

- კომუნიკაციის უნარი და სტრესის მიმართ გამძლეობა. 

 

თქვენი მოვალეობები: 

✔️ საქონლის ტრანსპორტირების შეკვეთების მიღება; 

✔️ კლიენტებთან კომუნიკაცია; 

✔️ GPS და ERP სისტემებთან და Excel ცხრილებთან მუშაობა; 

✔️ საქონლის დატვირთვა-გადმოტვირთვის კონტროლი; 

✔️ საფონდო ბირჟებთან მუშაობა; 

✔️ ინფორმაციის დროული გადაცემა. 

 

გსურთ გახდეთ Hegelmann-ის გუნდის წევრი? გადადით ბმულზე ან დაგვირეკეთ. 

 

+995322115831 

 

https://hegelmann.bitrix24site.ua/vacancy_response_ge/