კომპანია „ავერსი ფარმა“ აცხადებს კონკურს ERP ადმინისტრატორების სწავლება/
სტაჟირების პროგრამაზე.
სტაჟირების პროექტის მიზანია მოტივირებული სტუდენტების შერჩევა, რომელთაც
სურთ 1C ERP- ის შესახებ ტექნიკურ და პროცესუალურ ცოდნას დაეუფლონ პრაქტიკაში
გამოყენების მიზნით.
სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე
პრაქტიკულ დავალებებს და შემდგომ მათი შესრულების შეფასებას.(იხ. მიბმული
დოკუმენტი)
ტრენინგის ხანგრძლივობა : ორი თვე, კვირაში ორი შეხვედრა .
სწავლების ფორმა : ჰიბრიდული
ტრენინგის მონაწილეების შერჩევა მოხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.
პროექტის დასრულების შემდგომ განიხილება წარმატებული მონაწილეების დასაქმება
ავერსი ფარმას ERP-ის გუნდში.
დაინტერსებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (სასურველია სამოტივაციო
წერილიც) ელ.ფოსტაზე: ani.kenchuashvili@aversi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ”ERP-ის
სწავლება“ ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 8 მაისი.
ავერსის გუნდი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!